Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2023 წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს გაიმართება სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს 4 სექცია:

 

  1. ემიგრაცია/იმიგრაცია და საქართველო,
  2. საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები: ევროპა vs აზია,
  3. თანამედროვე ტექნოლოგიები და ქართული მედია,
  4. საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები: შედეგების ანალიზი.
     

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 12 ოქტომბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საუნივერსიტეტო კონფერენცია“. მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.
 

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 20 ოქტომბერს.
 

კონფერენციაზე კომისია შეარჩევს გამარჯვებულ მომხსენებლებს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge .